Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№03/01-01                                          21. 03. 2012

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით ვბრძანებ:
  1. ფაკულტეტის ბიუჯეტით სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული თანხებიდან, სტუდენტთა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს პრიორიტეტულობის მიხედვით მოცემული შემდეგი კრიტერიუმების გათავლისწინებით:
    ა) სტუდენტის აკადემიური მოსწრება (სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული უნდა იყოს 91 ქულაზე მეტი);

    ბ) ღონისძიების ტიპი;

    გ) სტუდენტის ღონისძიებაში მონაწილეობის სტატუსი;

    დ) ღონისძიების ორგანიზატორის რეიტინგი;

    ე) ფაკულტეტსა და ღონისძიების ორგანიზატორს შორის თანამშრომლობის პოტენციალი;

    ვ) სტუდენტის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა;

    ზ) სტუდენტის მოთხოვნის გეგმიურობა (გაითვალისწინება ინტერვალი მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან ღონისძიების ჩატარების თარიღამდე);


  2. სტუდენტი დაფინანსდეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ;
  3. დაფინანსება არ გაიცემა სტუდენტზე, რომელსაც მოთხოვნის წარმოდგენის პერიოდში არ აქვს აქტიური სტატუსი, ან წინა სემესტრში შეჩერებული ქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული ქონდა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზეზით;
  4. გადაწყვეტილებას სტუდენტის დაფინანსების თაობაზე იღებს დეკანი და დეკანის მოადგილეები;
  5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
  6. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                    ა.  ხელაძე